Tbilisi Gestalt Institute

აკრედიტაცია

ქვემოთ მოცემული აკრედიტაციის მოთხოვნები წარმოადგენს ევროპის გეშტალტ თერაპიის ასოციაციის აკრედიტაციის სტანდარტებს. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ასოციაციის ოფიცილურ ვებ-გვერდს http://www.eagt.org/

ინდივიდუალური წევრობა

გეშტალტ-თერაპიის სატრენინგო პროგრამა წარმოადგენს სასწავლო პროგრამას იმათთვის, ვისაც უკვე მიღებული აქვს უმაღლესი განათლება. ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის (შემდგომში „ეფა“) მოთხოვნების შესაბამისად პროგრამაში ჩასარიცხად კანდიდატს უნდა ჰქონდეს მინიმუმ ბაკალავრის წოდება ან მისი ექვივალენტი (არანაკლებ 2000 საათისა) დამხმარე პროფესიაში (მაგ., ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები) ან სოციალურ მეცნიერებებში. ექვივალენტური განათლების შეფასება უნდა მოხდეს დადგენილი პროცედურის შესაბამისად წინა განათლების აკრედიტაციისათვის („აგა“).

სრული უმაღლესი განათლება დამხმარე პროფესიებში აუცილებელია, თუმცა თანამედროვე საზოგადოებაში არსებობს ამ პროფესიებში განათლების მიღების შესაძლებლობების ფართო არჩევანი.

ჩვეულებრივი წევრი შეიძლება იყოს:

  • ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ევროპის გეშტალტ თერაპიის ასოციაციის („ეგთა“) მოთხოვნებს.

ასოცირებული წევრი შეიძლება იყოს:

  • ფიზიკური პირი, რომელმაც დაიწყო გეშტალტ-თერაპიის სატრენინგო პროგრამით სწავლა და ჯერ არ აკმაყოფილებს ეგთა-ს მოთხოვნებს.
  • პენსიაზე გასული გეშტალტ-თერაპევტები.
  • ეგთა-ს მოთხოვნებია:
  • 600 საათი თეორიასა და მეთოდოლოგიაში ჩატარებული ექსპერიმენტული ფორმით (მინიმუმ 600 საათი გატარებული რეალურ კონტაქტში მინიმუმ 4 სხვადასხვა ტრენერთან)
  • სუპერვიზიის 150 საათი
  • კლინიკური პრაქტიკის 400 საათი (სესიების მინიმუმ 400 საათი შერჩეულ კლიენტებთან/პაციენტებთან, მ. შ. შეიძლება იყოს ინდივიდუალური სესიები, ან ჯგუფები, წყვილები, ოჯახები, სასურველია ამათი კომბინაცია.
  • პირადი თერაპიის 250 საათი
  • 50 საათი პირადი შეხედულებისამებრ
  • მთლიანი სატრენინგო პროგრამის მინიმალური მოცულობა შეადგენს 1450 საათს.

გეშტალტის პრაქტიკოსის წევრობა ოგანიზაციაში

ეგთა წარმოადგენს პროფესიულ ორგანიზაციას, რომლის ძირითადი საქმიანობაა გეშტალტ ფსიქოთერაპიის პროფესიის რეგულირება. გეშტალტის პრაქტიკოსების რიცხვი დღითი დღე მატულობს, და მოიცავს ფსიქოთერაპევტებს და სხვა პროფესიების წარმომადგენლებს, რომლებიც იყენებენ გეშტალტის მიდგომებს. მათ შორის არიან გეშტალტის კოუჩები და ორგანიზაციული განვითარების გეშტალტ კონსულტანტები.

ეგთა-ს წესდების მუხლი 2, 2, b განსაზღვრავს შემდეგს: ეგთა წარმოადგენს ადამიანთა, ორგანიზაციათა და ინსტიტუტთა კავშირს, რომელიც მუშაობს გეშტალტ-თერაპიით ან მისი გამოყენებითი მიდგომებით ევროპის ტერიტორიაზე. ეს საშუალებას იძლევა ეგთა-ს წევრობა მიიღონ არა მხოლოდ ფსიქოთერაპევტებმა, არამედ სხვა დაკავშირებული პროფესიების წარმომადგენლებმაც.

2003 წელს პრაღაში ჩატარებულ წლიურ ზოგად კრებაზე დაინიშნა ორგანიზაციებში გეშტალტ-პრაქტიკოსთა საბჭო, რომლის მიზანია ამ ტიპის პრაქტიკოსებისთვის სასწავლო სტანდარტების შემუშავება. ეს სტანდარტები შეესაბამება ფსიქოთერაპევტ წევრთა სტანდარტების დონეს. სტანდარტები შემუშავების პროცესშია.

%d bloggers like this: