fbpx
Tbilisi Gestalt Institute

სერთიფიკატი გეშტალტ ფსიქოთერაპიაში

ძირითადი საგანმანათლებლო პროგრამა გეშტალტ ფსიქოთერაპიაში წარიმართება ევროპის გეშტალტ თერაპიის ასოციაციის (http://www.eagt.org/) მიერ აკრედიტებული რიგის გეშტალტ თერაპიის ინსტიტუტის (http://www.gestalt.lv/) ხელმძღვანელობით.

საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ ლექციებს, ისე პრაქტიკულ ტრენინგებს და ჯგუფურ სამუშაოს. ლექციებსა და ტრენინგებს ატარებენ მოწვეული სპეციალისტები ევროპის გეშტალტ თერაპიის ასოციაციის სასწავლო სტანდარტების შესაბამისი პროგრამის მიხედვით.

პროგრამა იყოფა 3 ეტაპად და თითოეული ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები იღებენ შესაბამის სერტიფიკატს:

  1. პირველი საფეხურის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა გეშტალტ-კონსულტანტის სერთიფიკატი;
  2. მეორე საფეხურის წარმატებით დასრულების შემდეგ – გეშტალტ-პრაქტიკოსის სერთიფიკატი;
  3. სრული კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში – გეშტალტ-თერაპევტის სერთიფიკატი.

წლების მიხედვით სასწავლო თემების განაწილება შემდეგი სქემას მიჰყვება:*

პირველი წელი მოიცავს 6-7 სემინარს, საიდანაც 4-5 სემინარი წარმაოდგენს პრაქტიკულ თერაპიულ სამუშაო ტრენინგს, ხოლო 1-2 სემინარი ეძღვნება გეშტალტ-თერაპიის ისტორიასა და თეორიულ საფუძვლებს.

მეორე წელი მოიცავს 7-8 სემინარს, მათ შორის 2 პრაქტიკული თერაპიული ტრენინგი, ხოლო დანარჩენი თეორიული სემინარები:

  • გეშტალტ თერაპიის მეთოდები და ფორმები;
  • შესავალი თერაპიულ ტექნიკებში, მათ შორის ექსპერიმენტი (არტი, ფსიქოდრამა, ორი სკამის ტექნიკა, სხვადასხვა პროექციული მეთოდი, გენოგრამა, და ა. შ.), დიალოგი, სიზმრებთან მუშაობა, და სხვა.
  • ფენომენოლოგიური და ეგზისტენციალური მიდგომა ფსიქოთერაპიაში;
  • სელფის თეორია; კონტაქტის წყვეტა და შემოქმედებითი ადაპტაცია;
  • ორგანიზმი და გარემო, განვითარების თეორიები;
  • სუპერვიზია გეშტალტ თერაპიაში – შესავალი

გეშტალტ კონსულტანტის სერთიფიკატის მისაღებად სტუდენტს გავლილი უნდა ჰქონდეს მინიმუმ 200 თერაპიული საათი და 200 თეორიული საათი, აგრეთვე პირველი სუპერვიზიული სემინარი. ამ ეტაპზე იწერება შიდა გამოცდა თეორიულ საკითხებზე. სუპერვიზორი ტრენერის რეკომენდაციით, სტუდენტს ეძლევა ნებართვა დაიწყოს კონსულტირება სუპერვიზიის ქვეშ.**

მესამე წლის სასწავლო პროგრამა მოიცავს შემდეგ სავალდებულო თემებს:

  • ჩაღრმავებული ტრენინგები გეშტალტ თერაპიის ტექნიკებში
  • ველის თეორია
  • ცვლილების პარადოქსული თეორია
  • ოჯახური და სისტემური ფსიქოთერაპია
  • ბავშვთა და მოზარდთა გეშტალტ-თერაპია
  • სექსუალობასთან დაკავშირებული პრობლემების გეშტალტ-თერაპია
  • კლიენტისა და თერაპევტის ურთიერთობები, „მე-შენ“ დიალოგი

მეოთხე წლის სასწავლო პროგრამა მოიცავს შემდეგ სავალდებულო თემებს:

  • ფსიქოპათოლოგიების დიაგნოსტირება და თერაპია: ფსიქოლოგიური თეორიები და გეშტალტის მიდგომა
  • კლინიკური პრაქტიკა
  • ფსიქოტრავმასთან მუშაობა; კრიზისული ინტერვენცია
  • ეთიკა
  • სპეციალიზებული, მაღალი საფეხურის ტრენინგები – გარდა ამისა, სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებით ტარდება თეორიულ-პრაქტიკული მეცადინეობები ჩაღრმავებული სპეციალიზაციის მიმართულებით: ფსიქოლოგიურ ტრავმასთან მუშაობა, ადიქციები, მუშაობა ოჯახებთან, გეშტალტ-კონსულტირება ორგანიზაციებში, და სხვა.

მე-3 და მე-4 წლის ბოლოს გამოცდები ბარდება მოწვეულ ტრენერებთან და სუპრევიზორებთან.

ჯგუფური თერაპიის 200 საათის გარდა, სტუდენტმა 4.5 წლის განმავლობაში უნდა დააგროვოს ინდივიდუალური ფსიქოთერაპიის მინიმუმ 50 საათი რეკომენდებულ გეშტალტ-თერაპევტებთან.

სემინარები ძირითადად ტარდება რუსულ ენაზე თარგმანის გარეშე. ინგლისური და სხვა ენების შემთხვევაში სემინარი ითარგმნება. წერილობითი გამოცდები ბარდება ქართულ ენაზე.

*სავალდებულო თემები, მათი განაწილება და შესაბამისი საათების რაოდენობა განისაზღვრება იმ დროისათვის მოქმედი EAGT-ს მოთხოვნების შესაბამისად.  

**სასწავლო პროგრამის განმავლობაში მესამე წლიდან მეხუთე წლის ჩათვლით, მინიმუმ 2.5 წელი სტუდენტმა უნდა დააგროვოს კლინიკური პრაქტიკის 400 საათი (კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება),  რომელიც დაიფარება სუპერვიზიის მინიმუმ 150 საათით (მათ შორის ჯგუფური და ინდივიდუალური სუპერვიზია) სათანადო უფლების მქონე სუპერვიზორებთან.

%d bloggers like this: