Tbilisi Gestalt Institute

შესავალი კურსი

შესავალი კურსი გეშტალტ ფსიქოთერაპიაში წარმოადგენს ძირითადი საგანმანათლებლო პროგრამის პირველი საფეხურის შესავალ ნაწილს, რომელიც მოიცავს 150 აკადემიურ საათს ერთი კალენდარული წლის განმავლობაში, და ფარავს შემდეგს:

  • ჯგუფური თერაპიის ტრენინგები, რომლებიც მიმართულია პიროვნულ ზრდაზე, და პროფესიულ თვით-გამორკვევაზე;
  • შესავალი გეშტალტ თერაპიის ისტორიასა და თეორიულ საფუძვლებში.

ტრენინგები ტარდება 1.5-2 თვეში ერთხელ მოწვეული ტრენერების მიერ წინასწარ დადგენილი განრიგის მიხედვით. სამუშაო ენა რუსული. თითოეული ტრენინგი გრძელდება 3-4 დღე, როგორც წესი შაბათ-კვირის დღეებზე დამთხვევით, დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე, შესვენებების ჩათვლით.

თითოეული ტრენინგის შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი, ხელმოწერილი ინსტიტუტის დირექტორისა და მოწვეული ტრენერის მიერ. სერთიფიკატში აღინიშნება დასწრების ზუსტი საათები.

სურვილის შემთხვევაში, ინსტიტუტთან შეთანხმებით სასწავლო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად, სტუდენტს შეუძლია განაგრძოს სწავლა ძირითადი საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით. ინსტიტუტი იტოვებს გონივრულად დასაბუთებული უარის უფლებას.

%d bloggers like this: