Tbilisi Gestalt Institute

სხვა ღონისძიებები

“პანიკური და შფოთვითი აშლილობებისა და ფობიების გეშტალტ თერაპია”

პირველად საქართველოში, თბილისის გეშტალტის ინსტიტუტის მოწვევით, ჯიანი ფრანჩესეტი, EAGT-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჩაატარებს ტრენინგს ჩვენი ინსტიტუტის სტუდენტებისთვის სასწავლო პროგრამის ფარგლებში პანიკური, შფოთვითი და ფობიკური აშლილობების გეშტალტ თერაპიის თემაზე.

ჯიანი ფრანჩესეტი გახლავთ ფსიქიატრი, გეშტალტ თერაპევტი, საერთაშორისო ტრენერი და სუპერვიზორი. მას გამოქვეყნებული აქვს მრავალი პუბლიკაცია ფსიქოთერაპიის და ფსიქოპათოლოგიის სფეროში. მისი კვლევების ძირითად მიმართულებას წარმოადგენს კლინიკური აშლილობების ახლებური, ფენომენოლოგიური და გეშტალტ თერაპიული ხედვის ჩამოყალიბება. იგი გვთავაზობს კლინიკური აშლილობების, მათ შორის შფოთვითი, პანიკური აშლილობების, ფსიქოზების, ობსესიურ-კომპულსური აშლილობების და დეპრესიის, ფსიქოთერაპიული მკუნალობის ახლებურ მოდელებს.

ჯიანი ფრანჩესეტი არის “Poiesis” სამედიცინო ჯგუფის მოქმედი პრეზიდენტი, ტორინოს გეშტალტ თერაპიის ცენტრის (Gestalt Therapy Center of Torino) დირექტორი, გეშტალტ თერაპიის და ფსიქოპათოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის (IPsiG – International Institute for Gestalt Therapy and Psychopathology) დირექტორი, ევროპის გეშტალტ თერაპიის ასოციაციის (EAGT – European Association for Gestalt Therapy), იტალიის ფსიქოთერაპიის ასოციაციის (SIPG – Società Italiana Psicoterapia Gestalt), იტალიის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციების ფედერაციის (FIAP – Federazione Italiana delle Associazioni di Psicoterapia) ყოფილი პრეზიდენტი. ჯიანი გახლავთ ნიუ-იორკის გეშტალტ თერაპიის (NYIGT – New York Institute for Gestalt Therapy), გეშტალტ თერაპიის განვითარების ასოციაციის (AAGT – Association for the Advancement of Gestalt Therapy), ევროპის ფსიქოთერაპიის ასოციაციის (EAP – European Association of Psychotherapy), და ფსიქოთერაპის კვლევითი ასოციაციის (SPR – Society for Psychotherapy Research) წევრი.

“შფოთვითი და ფობიკური მდგომარეობების არტ-თერაპია”

თანამედროვე ცვალებად და სტრესულ გარემოში ადამიანთა უმრავლესობა ამა თუ იმ ფორმით განიცდის შფოთვას. ეს შეიძლება გამოიხატებოდეს ძილთან დაკავშირებულ სირთულეებში, მადის მომატებაში, აუხსნელი შიშის განცდაში (ფობიებში), პანიკის შეტევებში, და აგრეთვე მუდმივი დაძაბულობის და დაღლის მდგომარეობაში. გთავაზობთ, 3 დღიან (24 აკადემიური საათი) სასწავლო ტრენინგს ფსიქოთერაპევტებისთვის არტ-თერაპიის საავტორო მეთოდებში.

ტრენინგზე წარმოდგენილი იქნება თეორიული დისკურსი შემდეგ თემებზე – შფოთვა, შიში, სტრესი, პანიკური შეტევა, გრატიფიკაციის კრიზისი, ემოციური მეხსიერება, და სხვ. ამასთან, დროის მეტი წილი დაეთმობა პრაქტიკულ სავარჯიშოებს და მეთოდებთან გაცნობას, როგორიცაა მინასთან მუშაობის საავტორო ტექნიკა (რუსეთის ფედერაციის პატენტი), Art Therapy cleaning მეთოდები, და ა. შ. სამუშაო ენა – რუსული. ტრენინგის ღირებულება შეადგენს 350 ლარს თბილისის გეშტალტის ინსტიტუტის სტუდენტებისთვის, ხოლო სხვებისთვის – 450 ლარს. ტრენინგის გავლის შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი. რეგისტრაცია დაწყებულია და ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ +995 555 330 177

“ფსიქოლოგიური ტრავმის არტ-თერაპია”

სამუშაო ენა: რუსული. ტრენერი ლიუდმილა ლებედევა (ქ. მოსკოვი). გაიცემა სერთიფიკატი. სასწავლო პროგრამის აღწერა: ფსიქოლოგიური ტრავმის გადამუშავება არტ-თერაპიის მრავალფეროვანი ტექნიკებით, რომელთა მიზანია ტრავმული გამოცდილების იდენტიფიცირება, ხელახალი განცდა გაშუალებული გზით, საკუთარ თავში რესურსების მოძიება, საზრისის მინიჭება, და იდენტობის პოზიტიური ტრანსფორმაცია გამოცდილების ინტეგრაციის შედეგად. კერძოდ, წარმოდგენილი იქნება ლიუდმილა ლებედევას საავტორო ტექნიკები, როგორც დიაგნოსტირების, ისე ინტერვენციის მიმართულებით.

1510795_645207112188948_53430765_n

ტრენინგზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი არტ-თერაპიის ტექნიკები:

  • ქაღალდის და ფოლგის თოჯინების გამოყენება, ფსიქოლოგიური ტრავმის ვერბალიზაციისა და გადამუშავებისთვის.
  • მეტაფორული კარტების გამოყენება ტრავმული გამოცდილებების იდენტიფიცირებისა და ინტეგრაციისთვის. გამოყენებული იქნება ნინო ჩაკვეტაძის ნამუშევრების საფუძველზე შექმნილი კარტები.
  • ფოტო პროექციის მეთოდით  დიაგნოსტირება და თერაპია, ჯუდი ვაიზერის კითხვარის გამოყენებით (ფოტო თერაპია, თერაპიული ფოტოგრაფია და დაკავშირებული ტექნიკები).
  • პლასტელინისა და თიხის გამოყენება მე-ხატსა და თვითშეფასებასთან სამუშაოდ.
  • არტ-ტექნიკა “ლაბირინთი” ეგზისტენციურ კრიზისებთან სამუშაოდ.
  • მეტაფორული ტექნიკა “კარები და გასაღები”, და სხვა.

1507432_585066691602674_4620303807507035101_oლიუდმილა ლებედევა (Liudmila Lebedeva) – საერთაშორისო გამოცდილების ტრენერი არტ-თერაპიაში, პადაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პოზიტიური ტექნოლოგიებისა და კონსალტინგის ინსტიტუტის პროფესორი (ქ. მოსკოვი).

“აჰა – კარტების გამოყენება გეშტალტ თერაპიაში”

სემინარი გეშტალტ თერაპიის სასწავლო პროგრამის სტუდენტათვის – პროექციული “აჰა კარტების” გამოყენება გეშტალტ თერაპიაში. სამუშაო ენა: რუსული.

14550933_10207400960442719_254731611_o“აჰა კარტების” მეთოდი ფსიქოთერაპიაში 80-იან წლებში გაჩნდა.

ის წარმოადგენს პროექციულ ტექნიკას, რომელსაც იყენებენ სხვადასხვა ფსიქოთერაპიულ მიმდინარეობებში, ასევე განათლების, სოციალური დახმარების, ბიზნესის და მენეჯმენტის სფეროებში. გეშტალტ თერაპევტები ხშირად მიმართავენ სხვადასხვა პროექციულ მეთოდებს, რადგანაც ისინი, სიზმრების მსგავსად, პირდაპირ გვაკავშირებენ ქვეცნობიერთან. სიზმრებისგან განსხვავებით, პროექციული ინტერვენციის დროს თერაპევტი თავად ირჩევს და სთავაზობს კლიენტს სამუშაო მასალას. გეშტალტ თერაპიაში გამოყენებადი პროექციული ტექნიკები მოიცავს ორი სკამის ტექნიკას – ყველაზე ცნობილ გეშტალტ მეთოდს, ასევე ფსიქოდრამას, არტ-თერაპიას (მუსიკა, ხატვა, ძერწვა, ცეკვა, მოძრაობა, წერა, და ა. შ.), წარმოსახვით სავარჯიშოებს და კარტებს. კარტების ტექნიკის ჩართვა ფსიქოთერაპიაში შედარებით მარტივია სხვა პეოქციულ მეთოდებთან შედარებით, რადგანაც კლიენტები ნაკლებ წინააღმდეგობას განიცდიან მათი გამოყენებისას. “აჰა!” გამოხატავს გაცნობიერების, ინსაიტის ემოციას. გაცნობიერება ამ კარტების საშუალებით შეიძლება იყოს ძალიან ღრმა და ასევე, მსუბუქი ზედაპირული, გააჩნია კლიენტის რესურსებსა და თერაპიული ამოცანას. აჰა კარტები, სხვა პროექციული კარტების თუ გამოსახულებებისგან გასნხვავებით, შემუშავებულია გეშტალტ თერაპიული პროცესის გათვალისწინებით, დატვირთულია არქეტიპული შინაარსით და მათი ეფექტურობა დადასტურებულია კვლევებით http://www.oh-cards-institute.org/studies/

specialisti_artur_dombrovsky_sტრენერი: არტურ დომბროვსკი (Arthurs Dombrovskis), რიგის გეშტალტ ინსტიტუტის დირექტორი, EAGT და EAP აკრედიტებული წევრი, ზიგმუნდ ფროიდის სახ. უნივერსიტეტის დოქტორი (ვენა, ავსტრია).

%d bloggers like this: