fbpx
Tbilisi Gestalt Institute

ჩატარებული ღონისძიებები

ოჯახური სისტემური გეშტალტ თერაპია

ტატიანა ველენტა (Tatjana Velenta), რიგის გეშტალტ ინსტიტუტის ლექტორი, მრავალი პუბლიკაციის ავტორი, EAGT-ის აკრედიტებული ტრენერი და სუპერვიზორი, ეწვია თბილისის გეშტალტ ინსტიტუტს და ჩაატარა სემინარი თემაზე “ოჯახური სისტემური გეშტალტ თერაპია”. ამ სემინარზე სტუდენტები გაეცნენ სისტემური გეშტალტ თერაპიის მეთოდებს, ოჯახებთან და წყვილებთან ფსიქოთერაპიული ინტერვენციის ტექნიკებს.

ოქტომბერი 2017

შფოთვითი, პანიკური და ფობიკური აშლილობების გეშტალტ თერაპია

ჯიანი ფრანჩესეტი (Gianni Francesetti), EAGT-ს ყოფილი პრეზიდენტი, ფსიქიატრი, გეშტალტ თერაპევტი, მრავალი პუბლიკაციის ავტორი, საერთაშორისო ტრენერი და სუპერვიზორი, პირველად გვესტუმრა საქართველოში თბილისის გეშტალტის ინსტიტუტის მოწვევით, და ჩაატარა სემინარი თემაზე “შფოთვითი, პანიკური და ფობიკური აშლილობების გეშტალტ თერაპია”.

მაისი 2017

აჰა კარტების გამოყენება გეშტალტ თერაპიაში

არტურ დომბროვსკიმ (Dr. Arthurs Dombrovskis), EAGT და EAP- აკრედიტებულმა ტრენერმა, რიგის გეშტალტ ინსტიტუტის დირექტორმა, ჩაატარა მაღალი საფეხურისთვის განკუთვნილ სპეციალიზებულ ტრენინგი “აჰა კარტების გამოყენება გეშტალტ თერაპიაში”.

მარტი 2017

ადამიანის ორგანიზმი და გარემო

ნიკოლაი სჩერბაკოვი (Nikolaijs Scerbakovs) EAGT და EAP- აკრედიტებული ტრენერი, რიგის უნივერსიტეტის ლექტორი, ფსიქიატრი. მან ჩაატარა დიდაქტიკურ სემინარი თემაზე “ადამიანის ორგანიზმი და გარემო” პირველი საფეხურის მეორე წლის სტუდენტებისთვის.

ოქტომბერი 2016

დიაგნოზი და სხვადასხვა კლინიკური მიდგომა

ტრენინგი “დიაგნოზი და სხვადასხვა კლინიკური მიდგომა” ჩატარებული ნიკოლაი სჩერბაკოვის მიერ. ნიკოლაი არის რიგის გეშტალტ ინსტიტუტის და რიგის უნივერსიტეტის ლექტორი, EAGT და EAP აკრედიტებული წევრი, გეშტალტ ფსიქოთერაპევტი, ტრენერი, სუპერვიზორი და ფსიქიატრი (რიგა, ლატვია).

მაისი 2016

img_2398 img_2396 img_2395


img_9740-2დიალოგი გეშტალტ თერაპიაში

ჯეი ლევინის სემინარი “დიალოგი გეშტალტ თერაპიაში”. ჯეი ლევინი გახლავთ GATLA, AAGT და EAGT ნამდვილი წევრი, გეშტალტ თერაპევტი, ტრენერი, სუპერვიზორი და ქოუჩი. (სარასოტა, ფლორიდა, აშშ).

აპრილი 2016

(ჩვენი მიზანია სტუდენტ დედებს შევუქმნათ სწავლისათვის ხელსაყრელი და მხარდამჭერი გარემო.)


ფსიქოსომატიკა გეშტალტ თერაპიის ჭრილში

fotorcreated_psychosomaticsტრენინგი “ფსიქოსომატიკის” თემაზე მაღალი საფეხურის ჯგუფებისთვუს ჩაატარა რიგის გეშტალტ ინსტიტუტის დირექტორმა (EAGT და EAP აკრედიტებული წევრი), არტურ დომბროვსკიმ.

მარტი 2016

 

 


ეგზისტენციური კრიზისი და სელფის თეორია

solvita-nov-15სემინარი “ეგზისტენციური კრიზისი და სელფის თეორია” ჩაატარა სოლვიტა ვექტერემ, EAGT აკრედიტებული წევრი, გეშტალტ თერაპევტი, ტრენერი და სუპერვიზორი.

ნოემბერი 2015

 

 


ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის გეშტალტ მიდგომა

jon%2bblend%2btblisiტრენინგი თემაზე “ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის გეშტალტ მიდგომა” ჩაატარა UKCP-რეგისტრირებულმა გეშტალტ თერაპევტმა, ჯონ ბლენდმა (ლონდონი, გაერთიანებული სამეფო). ჯონი არის ბავშვთა და მოზარდთა გეშტალტ და ინტეგრაციული ფსიქოთერაპევტი, რომელსაც გააჩნია 30 წელზე მეტი გამოცდილა ზრდასრულთა და ბავშვთა ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების სფეროში. ის მუშაობს ჯგუფებთან, სისტემური მიდგომით (მშობლები, ბავშვი/მოზარდი). ატარებს ფსიქოთერაპევტებისთვის კლინიკური სუპერვიზიის სესიებს, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფებში. ექსპრესიული ხელოვნების ტრენერია და “პლაიბეკ თეატრის” მუსიკოსი. ლონდონის გეშტალტ ცენტრის ლექტორი.

ოქტომბერი 2015

tbilisi-gestalt-workshop-on-adolescents-booklet_jon-blend-ma-oct-2015

ზემოთ მოცემული ჩამონათვალი არ არის ამომწურავი და მოიცავს თბილისის გეშტალტის ინსტიტუტში ჩატარებულ მხოლოდ რამოდენიმე ღონისძიებას. 

%d bloggers like this: