Tbilisi Gestalt Institute

ჩვენ შესახებ

თბილისის გეშტალტ ინსტიტუტი წარმოადგენს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც დაარსდა 2013 წლის მარტში ევროპაში აკრედიტებული რიგის გეშტალტის ინსტიტუტის მხარდაჭერით.

ჩვენი ინსტიტუტი გთავაზობთ სასწავლო პროგრამას, რომელიც საშუალებას აძლევს სტუდენტებს შეიძინონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება ფსიქოთერაპიასა და ორგანიზაციულ კონსულტირებაში.

გეშტალტ თერაპიის სასწავლო პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ ლექციებს, ისე პრაქტიკულ ტრენინგებს და ჯგუფურ სამუშაოს. ლექციებსა და ტრენინგებს ატარებენ მოწვეული სპეციალისტები ევროპის გეშტალტ თერაპიის ასოციაციის სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად.

გეშტალტ თერაპიის სასწავლო პროგრამა იყოფა 3 საფეხურად და თითოეული მათგანის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები იღებენ შესაბამის სერთიფიკატს:

  • პირველი საფეხურის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა გეშტალტ-კონსულტანტის სერთიფიკატი;
  • მეორე საფეხურის წარმატებით დასრულების შემდეგ – გეშტალტ-პრაქტიკოსის სერთიფიკატი;
  • სრული კურსის (მინ 4.5 წელი) წარმატებით დასრულების შემთხვევაში – გეშტალტ-თერაპევტის სერთიფიკატი.

 

 

%d bloggers like this: