Tbilisi Gestalt Institute

ინსტიტუტის შესახებ

თბილისის გეშტალტის ინსტიტუტი წარმოადგენს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც დაარსდა 2013 წლის მარტში ევროპის გეშტალტ თერაპევტთა ასოციაციის ნამდვილი წევრი რიგის გეშტალტის ინსტიტუტის მხარდაჭერით.

2018 წლის 23 იანვრიდან თბილისის გეშტალტის ინსიტუტი გაწევრიანდა ევროპის გეშტალტ თერაპევტთა ასოციაციაში ასოცირებული წევრი ტრენინგ ინსტიტუტის სახით.

თბილისის გეშტალტის ინსტიტუტი გთავაზობთ სასწავლო პროგრამებს, რომელიც საშუალებას აძლევს კურსდამთავრებულებს შეიძინონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება ფსიქოთერაპიასა და ორგანიზაციულ კონსულტირებაში.

თბილისის გეშტალტის ინსტიტუტი გთავაზობთ შემდეგს:

  • განგრძობითი სწავლება ფსიქოთერაპიის მიმართულებით
  • კვალიფიკაციის ამაღლება ფსიქოთერაპიაში
  • ჯგუფური თერაპიის და პერსონალური განვითარების ტრენინგები1464656_602247613180014_1700594083_n
  • არტ-თერაპიის და სხვა თერაპიული ტექნიკების ტრენინგები
  • სუპერვიზია – როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური
  • სპეციალიზაციის ტრენინგები (მაგ., ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობა, წყვილებთან მუშაობა, სხვადასხვა ფსიქიკურ აშლილობებთან კლინიკური თერაპიისმ ეთოდები, და სხვა)
  • ორგანიზაციული კონსულტირების ტრენინგები
  • მომუშავე პრაქტიკოსების თემთან და პროფესიულ საზოგადოებებთან დაკავშირება
  • ფსიქოთერაპევტის შერჩევა, გადამისამართება

თბილისის გეშტალტის ინსტიტუტის გუნდი იზიარებს ჰუმანისტური და ეგზისტენციალური ფსიქოლოგიის ფასეულობებს, რომელთა თანახმად ადამიანი განიხილება ჰოლისტურად, როგორც ერთი მთლიანი, მისი გარემოს ზემოქმედების გათვალისწინებით. ჩვენ გვწამს ადამიანის უდიდესი შესაძლებლობების, და ფსიქიკის თანდაყოლილი რესურსულობის. შედეგად, გეშტალტ თერაპევტი წარმოადგენს კლიენტის მეგზურს მისი ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრის გზაზე, სთავაზობს რა საკუთარ რესურსებს კლიენტის გაძლიერების და თვითრეალიზების მიზნით.

ჩვენ ვაღიარებთ მუდმივი განვითარების აუცილებლობას, როგორც პროფესიულ, ისე პერსონალურ ჭრილში. სასწავლო პროცესის ორგანიზებისას მაქსიმალურად ვითვალისწინებთ არსებულ სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურალურ და ეკოლოგიურ კონტექსტს. ჩვენი მიზანია ეფექტური სასწავლო პროცესისა და მამოტივირებელი გარემოს უზრუნველყოფა.

თბილისის გეშტალტის ინსტიტუტი წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

%d bloggers like this: