2013 წლიდან თბილისის გეშტალტ ინსტიტუტი ზრდის ფსიქოთერაპევტებსა და ორაგიზაციულ კონსულტანტებს. ჩვენი სასწავლო პროგრამა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს და კურსდამთავრებულებს საშუალება ეძლევათ გახდნენ ევროპაში აკრედიტებული ფსიქოთერაპევტები.
გეშტალტ თერაპიის სასწავლო პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ ლექციებს, ისე პრაქტიკულ ტრენინგებს და ჯგუფურ სამუშაოს. ლექციებსა და ტრენინგებს ატარებენ ევროპის გეშტალტ თერაპიის ასოციაციის წევრი მოწვეული სპეციალისტები.
ჯგუფური ფსიქოთერაპია
200 საათიანი ჯგუფური ფსიქოთერაპია მონაწილეებს საშუალებას აძლევს იპოვონ და მიიღონ საკუთარი თავი, გაარკვიონ რა უნდათ და რა არ უნდათ, მიიღონ გაცნობიერებული გადაწყვეტილებები და გააკეთონ გაცნობიერებული არჩევანი ცხოვრებაში
თეორიები გეშტალტ თერაპიის შესახებ
ამ საფეხურზე მონაწილეები გაივლიან შემდეგ თემებს:
- გეშტალტ თერაპიის ისტორია და საფუძვლები
- გეშტალტ თერაპიის თეორიები
- ორგანიზმი და გარემო
- გეშტალტ თერაპიის ტექნიკები
- ფსიქიატრიული დიაგნოზები
- მიდგომები კლინიკური პაციენტებისადმი
- სისტემური თერაპია: წყვილის თერაპია, ოჯახური თერაპია, ორგანიზაციული თერაპია
- გეშტალტ თერაპევტი და თერაპიული ურთიერთობა
- ეთიკის პრინციპები
- ადამიანის უფლებები და სოციალური პასუხისმგებლობა გეშტალტში
- კვლევა გეშტალტში
გეშტალტ თერაპევტის პრაქტიკა
ამ საფეხურზე მონაწილეები უკვე პრაქტიკულად გაიწვრთნებიან გეშტალტ თერაპევტებად და მიიღებენ 130 საათ სუპერვიზიას გამოცდილი და ევროპაში აკრედიტებული სუპერვიზორებისგან.