ღამბაშიძის #3, თბილისი 0179, საქართველო
Block
თბილისის გეშტალტ ინსტიტუტი

გახდი გეშტალტ თერაპევტი

Block
თბილისის გეშტალტ ინსტიტუტი

გახდი გეშტალტ თერაპევტი

previous arrow
next arrow
ჩვენ შესახებ

2013 წლიდან თბილისის გეშტალტ ინსტიტუტი ზრდის ფსიქოთერაპევტებსა და ორაგიზაციულ კონსულტანტებს. ჩვენი სასწავლო პროგრამა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს და კურსდამთავრებულებს საშუალება ეძლევათ გახდნენ ევროპაში აკრედიტებული ფსიქოთერაპევტები.

გეშტალტ თერაპიის სასწავლო პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ ლექციებს, ისე პრაქტიკულ ტრენინგებს და ჯგუფურ სამუშაოს. ლექციებსა და ტრენინგებს ატარებენ ევროპის გეშტალტ თერაპიის ასოციაციის წევრი მოწვეული სპეციალისტები.

ჯგუფური ფსიქოთერაპია

200 საათიანი ჯგუფური ფსიქოთერაპია მონაწილეებს საშუალებას აძლევს იპოვონ და მიიღონ საკუთარი თავი, გაარკვიონ რა უნდათ და რა არ უნდათ, მიიღონ გაცნობიერებული გადაწყვეტილებები და გააკეთონ გაცნობიერებული არჩევანი ცხოვრებაში

ამ ეტაპზე მონაწილეები გაივლიან შემდეგ თემებს:

  1. გეშტალტ თერაპიის ისტორია და საფუძვლები;
  2. გეშტალტ თერაპიის თეორია;
  3. ადამიანი ორგანიზმი და გარემო;
  4. გეშტალტ თერაპიის ტექნიკები;
  5. დიაგნოსტიკა;
  6. სხვადასხვდა კლინიკური მიდგომა;
  7. გამოყენების სფეროები და სტრატეგიები;
  8. გეშტალტ თერაპევტი თერაპიულ ურთიერთობაში;
  9. ერთი ჯგუფური სუპერვიზია.

მეორე ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა გეშტალტ პრაქტიკოსის სერტიფიკატი,რომელიც მონაწილეებს საშუალებას აძლევს დაიწყონ პრაქტიკული საქმიანობა ინდივიდუალურ სუპერვიზორთან ერთად.


ამ ეტაპზე მონაწილეები გაივლიან შემდეგ თემებს:

  1. სხეულთან მუშაობა;
  2. ტრავმასთან მუშაობა.
  3. ეთიკის პრინციპები და მათი გამოყენება:
  4. მუშაობა სექსუალობასთან;
  5. მუშაობა რეპროდუქციულ პრობლემებთან;
  6. ფსიქოსომატიკა; დეპრესია.
  7. მუშაობა ჯგუფებთან; ორგანიზაციებთან; თერაპიულ გაერთაინებებთან და ა.შ.
  8. კვლევა გეშტალტში:
  9. პროფესიული კომპეტენციები:
  10. პიროვნული აშლილობის მქონე კლიენტებთან მუშაობა;
  11. ოთხი ჯგუფური სუპერვიზია;
  12. სადიპლომო ნამუშევრის მომზადება;
  13. პრაქტიკული გამოცდა.

მესამე ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა გეშტალტ თერაპევტის სერტიფიკატი.

  1. საბაზისო განათლება ფსიქოლოგია/მედიცინა/სოციალურ მეცნიერებებში;
  2. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
  3. CV;
  4. გასაუბრება.
ჩვენი გუნდი

მაკა ისაკაძე

თბილისის გეშტალტ ინსტიტუტის დირექტორი, გეშტალტ თერაპევტი, EAGT-ის წევრი, ფსიქოტრავმატოლოგი.

არტურ დომბროვსკი

რიგის გეშტალტ ინსტიტუტის დირექტორი, PhD, გეშტალტ თერაპევტი, სუპერვიზორი, EAGT-ის წევრი.

ლაურა პავლიუკი

გეშტალტ თერაპევტი, სუპერვიზორი, EAGT-ის წევრი, სხეულზე ორიენტირებული თერაპევტი, (ლიეტუვა).

ჯეი ლევინი

მექსიკის ყურის სანაპიროს გეშტალტ ინსტიტუტის დირექტორი, GATLA-ს ტრენერი, გეშტალტ თერაპევტი, სუპერვიზორი, EAGT-ის წევრი, (ა.შ.შ).

ევგენია კრუჩკოვა

გეშტალტ თერაპევტი, სუპერვიზორი, EAGT-ის წევრი, სხეულზე ორიენტირებული თერაპევტი, (ბელარუსი).

ბრიგიტა კალეცკაიტე

ვილნიუსის გეშტალტ ინსტიტუტის დირექტორი, გეშტალტ თერაპევტი, სუპერვიზორი, EAGT-ის წევრი, ტრენერი და HR პროფესიონალი.

დაიგა აუზინა

გეშტალტ თერაპევტი, სუპერვიზორი, EAGT-ის წევრი, (ლატვია).

ნიკოლაი შერბაკოვი

გეშტალტ თერაპევტი, სუპერვიზორი, EAGT-ის წევრი, ფსიქიატრი, (ლატვია).

ანა იუდინი

გეშტალტ თერაპევტი, სუპერვიზორი, EAGT-ის წევრი, (ნორვეგია).

ირინა მედიუხა

გეშტალტ თერაპევტი, სუპერვიზორი, EAGT-ის წევრი, (გერმანია).

ანა მატიულაკ

გეშტალტ თერაპევტი, სუპერვიზორი, EAGT-ის წევრი, (ლიეტუვა).

ნასტასია გონტა

გეშტალტ თერაპევტი, სუპერვიზორი, EAGT-ის წევრი, PhD, (ბელარუსი).

კონტაქტი