Scroll Top
ღამბაშიძის #3, თბილისი 0179, საქართველო

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს

ჩვენი მიზანია, გაგაცნოთ, როგორ ვამუშავებთ და ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს. წინამდებარე დოკუმენტში განვმარტავთ პრინციპებს, რომლითაც ვხელმძღვანელობთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისას,  ასევე საკითხებს, თუ როგორ გიცავთ კანონი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.   

 

ჩვენი დაპირება პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ

ჩვენ, გპირდებით, რომ: 

  • დავიცავთ თქვენი მონაცემების კონფიდენციალობას;   
  • არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს უკანონოდ; 
  • თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, მოგაწვდით სრულ და დეტალურ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით. 

 

ვინ ვართ ჩვენ

შპს „თბილისის გეშტალტ ინსტიტუტი” საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული კომპანია, რომელიც შეიძლება მოქმედებდეს, როგორც მონაცემთა დამმუშავებელი.

საიდენტიფიკაციო კოდი: 400252944

იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ვასილ კაკაბაძის ქ. #7

მეტი ინფორმაცია ჩვენს შესახებ იხილეთ ვებ გვერდზე: https://tbilisigestalt.ge/

 

როგორ გიცავთ კანონი

ჩვენს დაპირებასთან ერთად თქვენს დაცულობას უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობა. კანონმდებლობის თანახმად, თქვენ უფლება გაქვთ, მოგვთხოვოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს. 

თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, ვალდებული ვიქნებით, მოგაწოდოთ აღნიშნული ინფორმაცია. ჩვენ უფლება გვაქვს, გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური მონაცემები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს კონკრეტული სახელშეკრულებო ან/და კანონისმიერი  საფუძველი. 

ჩვენ გვაქვს თქვენი მონაცემების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი, რაც ასევე მოიცავს საქმიან ურთიერთობასთან დაკავშირებულ  ან/და კომერციულ მიზნებს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მიერ თქვენი მონაცემების დამუშავება არ არის თქვენთვის ზიანის მომტანი. ამასთან,  არასრულწლოვნის პერსონალური მონაცემების დამუშავება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობისა და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით არის შესაძლებელი. 

ქვემოთ წარმოდგენილია თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანი: 

პერსონალური მონაცემების ტიპები-საკონტაქტო ინფორმაცია, სოციო-დემოგრაფიული, სახელშეკრულებო, ლოკაციასთან დაკავშირებული, ღია წვდომის მონაცემები და საჯარო ჩანაწერები, სოციალურ ურთიერთობებთან დაკავშირებული, დოკუმენტური, საკომუნიკაციო.

რისთვის ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს-თქვენთან ურთიერთობისთვის, მომსახურების მისაწოდებლად, ჩვენი ბიზნესის ეფექტიანად და მართებულად წარსამართად, ხელშეკრულებით ნაკისრი უფლებების და ვალდებულებების განსახორციელებლად.

 

წყაროები, საიდანაც მოვიპოვებთ პერსონალურ მონაცემებს 

თქვენს შესახებ პერსონალური ინფორმაციის მოპოვება შეგვიძლია ჩვენთვის თქვენ მიერ მოწოდებული და ქვემოთ ჩამოთვლილი წყაროებიდან. თქვენგან მონაცემებს ვიღებთ შემდეგ შემთხვევებში:

  • როდესაც რეგისტრირდებით ჩვენი სერვისების მირების მიზნით;
  • როდესაც იყენებთ ჩვენს მომსახურებებს;
  • როდესაც გვესაუბრებით ტელეფონით ან ვხვდებით პირისპირ სერვისების მიწოდების ფარგლებში;
  • იყენებთ ჩვენს საიტს;
  • გვიგზავნით წერილებს ფოსტით ან ელ. ფოსტით;
  • სარგებლობთ ჩვენი ან ჩვენთან დაკავშირებული მომსახურებით.  

 

„მზა ჩანაწერები“ (Cookies)

ჩვენი საიტის მომხმარებელთა ქცევის მონიტორინგს ვახორციელებთ ე.წ. „მზა ჩანაწერების“ (cookies-ის) საშუალებით იმისათვის, რომ ვიზიტორებს გავუადვილოთ საიტით სარგებლობა და გავაუმჯობესოთ მისი ხარისხი. 

„მზა ჩანაწერები“ მცირე ზომის ფაილებია, რომლებიც საიტზე ვიზიტისას ინახება მომხმარებლის კომპიუტერში, პლანშეტში ან მობილურ მოწყობილობაში. ისინი რჩება თქვენს მოწყობილობაში და საიტს  უბრუნდება, როცა კვლავ ეწვევით იმავე მისამართს. 

 

თქვენი უფლებები

თქვენ შეგიძლიათ, მიიღოთ თქვენს შესახებ შემდეგი ინფორმაცია: 

  • რა მონაცემებს ვამუშავებთ თქვენს შესახებ;
  • რა არის თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანი;
  • რა არის თქვენი მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
  • როგორ მუშავდებოდა თქვენი მონაცემები;  
  • ვისთვის მოხდა თქვენი მონაცემების გაზიარება;  
  • მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.

თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ, იმ მონაცემების ასლი, რომელსაც ვამუშავებთ. 

თქვენ გაქვთ კანონიერი უფლება, მოითხოვოთ თქვენი მონაცემის ცვლილება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, თუ ის არის არასრული, არაზუსტი, მოძველებული ან უკანონო გზით მოპოვებული. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რამაც შესაძლოა არ მოგვცეს უფლება დაუყოვნებლივ წავშალოთ თქვენი პირადი მონაცემები. ასეთი ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს მოქმედი, მათ შორის, მომხმარებელთა დაცვის კანონმდებლობებიდან. 

 

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მესამე პირისგან მიღებული ინფორმაცია 

ჩვენ გვაქვს უფლება, თქვენი მონაცემები გამოვითხოვოთ და მივიღოთ მესამე პირებისგან. ინფორმაციის გამოთხოვა ხდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად და, საჭიროების შემთხვევაში, თქვენი წინასწარი თანხმობის საფუძველზე. 

 

ვის ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს

თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შეიძლება დაგვჭირდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან ორგანიზაციებთან, რომლებმაც თქვენს მიერ შერჩეული პროდუქტი, თუ მომსახურება უნდა მოგვაწოდონ.

როცა ჩვენი ჩვეული საქმიანობის ფარგლებში ვიყენებთ მესამე მხარეების, სხვა პროვაიდერის მომსახურებას, შესაძლებელია, დაგვჭირდეს მისთვის თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება კონკრეტული დავალებების შესასრულებლად. მომსახურების მომწოდებელ მესამე პირებთან თანამშრომლობის მაგალითებია:

  • ვებინსტრუმენტების ან/და აპლიკაციების დიზაინი, მიმდინარე საექსპლუატაციო მომსახურება;
  • IT სერვისის პროვაიდერები, რომლებსაც შეუძლიათ უზრუნველყონ აპლიკაციის ან ინფრასტრუქტურის(მაგ., „cloud“) სერვისები
  • იურიდიული, აუდიტორული და სხვა პროფესიული მომსახურება, რომლებსაც გვაწვდიან იურისტები, ნოტარიუსები, მინდობილი პირები, აუდიტორული კომპანიები და სხვ.;
  • თაღლითობის და სხვა სახის დანაშაულისა თუ გადაცდომის გამოვლენა, მოკვლევა და პრევენცია, რასაც ახორციელებენ სპეციალიზებული კომპანიები;

ჩვენ შესაძლოა გავაზიარით თქვენი მონაცემები მესამე მხარესთან, თუმცა, ამ შეთხვევაში ხსენებული მხარე სავალდებულო წესით წინასწარ აიღებს თქვენი მონაცემების უსაფრთხოების და კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულებას

ნებისმიერ შემთხვევაში, როცა თქვენს მონაცემებს მესამე მხარეებს ვუზიარებთ, ყველა ზომას ვიღებთ, რომ მათი დაცულობა უზრუნველვყოთ.   

 

რამდენ ხანს ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს 

თქვენს პირად მონაცემებს ვინახავთ თქვენი მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში; აგრეთვე, მომსახურების დასრულების შემდეგ კანონმდებლობით დადგენილი ვადით:

  • კითხვებსა და საჩივრებზე პასუხის გასაცემად
  • რათა დავასაბუთოთ, რომ სამართლიანად გექცევით;
  • განვახორციელოთ საქმისწარმოება ჩვენთვის დაწესებული რეგულაციების მიხედვით.  

 

როგორ გამოითხოვოთ თქვენი თანხმობა

თანხმობის გამოთხოვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს.

დაგვიკავშირდით, თუ ამგვარ გადაწყვეტილებას მიიღებთ.

გამოთხოვის უფლებით სარგებლობა  მაშინ არის შესაძლებელი (ან რელევანტური), როდესაც მონაცემთა დამუშავების საფუძველი არის თქვენი თანხმობა.

თანხმობის გამოთხოვის შემთხვევაში ჩვენ შესაძლოა ვერ შევძლოთ თქვენთვის სრულყოფილი მომსახურების გაწევა.

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტის ცვლილება

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტი შეიძლება შეიცვალოს საკანონმდებლო ან/და ჩვენი პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესის ცვლილების შესაბამისად. წინამდებარე ვერსია შექმნილია 2025 წლის 28 მარტს. 

 

როგორ დაგვიკავშირდეთ

თუ გექნებათ კითხვები პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და მათი დამუშავების შესახებ, ან ჩვენს საერთო უფლებებთან და მოვალეობებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დარეკოთ: ტელ: +995 555330177